|
2022-06-16 13:30:50, 981 ნახვა
საზოგადოება
„ავერსის“ საბაჟო საწყობმა საბითუმო დისტრიბუტორის GDP სერტიფიკატი მოიპოვა
2022 წლის 13 ივნისს „ავერსმა“ მორიგ წარმატებას მიაღწია - კომპანიის საბაჟო საწყობმა მკაცრი სახელმწიფო ინსპექტირების შედეგად ნაციონალური საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მოიპოვა. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გასცა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „ავერსი-ფარმას“ საბაჟო საწყობი აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებულ და ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ავერსის“ საბაჟო საწყობი ფლობს ISO 9001 : 2015 - გერმანულ სერტიფიკატსაც, რომელიც ხარისხის მართვის ჰოლდინგმა - TÜV-SUD -მა ჯერ კიდევ 2017 წლიდან გადასცა. GDP სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. სერტიფიკატი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ავერსის“ სანდოობასა და ხარისხის მაღალი სტანდარტების მიმართ მის ერთგულებას.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)