|
2022-06-15 18:03:33, 1214 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ისტორიაში პირველად, ორ დაცულ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა
UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთი) და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (დედოფლისწყარო) აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ქ. პარიზში, UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში მიიღეს. UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის სამდივნომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დღევანდელ დღემდე, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით. ბიოსფერული რეზერვატი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად. ბიოსფერული რეზერვატი ხელს უწყობს მდგრად რეგიონულ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით. იზრდება დაინტერესება ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან მიმდინარეობდა. პრიორიტეტი მიენიჭა კახეთის რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ბიოსფერული რეზერვატის განვითარებისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. აღსანიშნავია, რომ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დღევანდელ დღემდე, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით. ბიოსფერული რეზერვატი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად. ბიოსფერული რეზერვატი ხელს უწყობს მდგრად რეგიონულ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით. იზრდება დაინტერესება ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან მიმდინარეობდა. პრიორიტეტი მიენიჭა კახეთის რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ბიოსფერული რეზერვატის განვითარებისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)