|
2022-06-15 12:24:05, 1142 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სტეფანე - უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი
უფალს ვერაფერს ვერ მოატყუებ, ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები, - ასე ეხმიანება ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს შესახებ. მეუფეს თქმით, შეუძლებელია, ათავისუფლებდე ხალხს, როგორც პოლიტპატიმრებს და იჭერდე ვიღაცას სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. "საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დანგრევისკენ არის განწირული. რაც არ უნდა, ვინც არ უნდა, რა ალიანსებიც არ უნდა აკეთოს, რა დიდი შეიარაღებაც არ უნდა ჰქონდეს და რაც არ უნდა ბევრი ატომური ბომბი, რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკები აკეთოს, ეს ყველაფერი ერთიანად განადგურდება და არაფერი არავის არ შერჩება. ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფე, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ, ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები. უფალს მაგას ვერ ეტყვი, უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი - ამას, ამას, ამას, ვის ატყუებდი, ის ხალხი, გარშემო რომ იყო, რას უკეთებდი, საბჭოთა კავშირი რომ დააარსეთ, თქვენ რას აკეთებდით და ა.შ. პრაქტიკულად, კი, ყველაფერი კარგია, რასაც ადამიანი შეიძლება აკეთებდეს, მაგრამ როდესაც სიცრუით აკეთებს და როდესაც უსამართლო რეზოლუციებს ღებულობს და როდესაც უსამართლო დადგენილებებით უნდა, რაღაც გარკვეული სიკეთე მოიტანოს, შეუძლებელია სიკეთე უსამართლობით. შეუძლებელია, ათავისუფლებდე ხალხს, როგორც პოლიტპატიმრებს, მათ, ვინც აქტიურად ანგრევდნენ პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტის შესასვლელებს და პირდაპირ ერთ ამბავში იყვნენ და მეორეს იჭერდე, იმიტომ, რომ ისინი არ არიან ის, ვინც იქ რეზოლუციებს გამოსცემს, იმიტომ, რომ შენ ისინი გეუბნებიან, რომ ესენი დაიჭირე - იჭერ ვის? რომ იტყვის სიტყვას რაღაცას ან რაღაცას შეიგინება. მთელი დღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა ის ერთი კაცი, ვიცით ჩვენ, ნაპროკურარარი", - განაცხადა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)