19:54 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 11:03:58, 1034 ნახვა

მსოფლიო
კანადის საგარეო - ჩვენი არც ერთი წარმომადგენელი არ უნდა დასწრებოდა ღონისძიებას, რომელსაც რუსეთი მასპინძლობს

„მიუღებელი“ იყო კანადელი ოფიციალური პირის დასწრება რუსეთის დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.

 გაზეთ Globe and Mail-ის ინფორმაციით კანადის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსის მოადგილე იასემინ ჰაინბეკერი დაესწრო რუსეთის დღის აღნიშვნის ღონისძიებას ეგვიპტის, პაკისტანისა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად

„არც ერთი კანადის წარმომადგენელი არ უნდა დასწრებოდა ღონისძიებას, რომელსაც მასპინძლობდა რუსეთის საელჩო და არც ერთი კანადის წარმომადგენელი არ დაესწრება ამ სახის ღონისძიებას მომავალში“, - დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ Twitter-ის პოსტში.

ჯოლიმ ასევე გაიმეორა კანადის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, რომელსაც მოსკოვი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო 24 თებერვალს, კანადამ სანქციები დააწესა 1000-ზე მეტ პიროვნებასა და კომპანიაზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან, უკრაინასთან და ბელორუსთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics