18:57 - 22 Jul, 2026
|
2022-06-10 17:42:07, 927 ნახვა
საზოგადოება
ქალაქ კასპის №2 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიებები მიმდინარეობს. ქალაქ კასპის №2 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში სწავლის დასრულება მიულოცეს მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ და მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა მანანა ხვთისიაშვილმა. საბავშვო ბაღი 15 აღსაზრდელმა დაასრულა. ბავშვებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს. ახალი სასწავლო წლიდან, მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო ბაღის 439 აღსაზრდელი სწავლას სკოლაში გააგრძელებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თითოეულ მათგანს და წარმატებებს უსურვებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)