|
2022-06-10 13:39:44, 901 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნულ მინისტრს, ზაზა შავაძეს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ღონისძიებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და გარემოსდაცვით საკითხებს უკავშირდება, მჭიდრო კოორდინაციით, მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა განვახორციელოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციტრუსის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოებისა და ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხებს. „მაქვს თქვენთან საუკეთესო თანამშრომლობის მოლოდინი და, ვფიქრობ, აჭარაში სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ პროექტებს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება“, - აღნიშნა ზაზა შავაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)