18:44 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 12:38:49, 1340 ნახვა

მსოფლიო
ფინეთი რუსეთის საზღვართან სასაზღვრო ბარიერების აშენებას გეგმავს

ფინეთის მთავრობა მის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის საზღვართან. სასაზღვრო ბარიერების აშენებას გეგმავს.

ფინეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა ქვეყანამ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე მზადყოფნა გააძლიეროს.

"მოგვიანებით, მთავრობა გადაწყვეტს სასაზღვრო ბარიერების შექმნას აღმოსავლეთ საზღვრის კრიტიკულ ზონებში, ფინეთის მესაზღვრეების შეფასების საფუძველზე,” - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტა მიკონენმა.

ფინეთს, რომელიც ამჟამად სურს ნატო-ს დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანება,  რუსეთთან ომების ისტორია აქვს, თუმცა ამჟამად ორ ქვეყანას შორის ტყით დაფარული სასაზღვრო ზონა 1300 კმ სიგრძის უმეტესი ნაწილი მხოლოდ ნიშნებითა და პლასტმასის ხაზებით არის მონიშნული.

ცვლილებები ქვეყანას საშუალებას მისცემს შექმნას ბარიერები, როგორიცაა ღობეები, ასევე ახალი გზები, რათა ხელი შეუწყოს საზღვრის პატრულირებას ფინეთის მხარეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics