|
2022-06-10 11:38:17, 1018 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელების დღეს წარმატებული პროფესიონალები დააჯილდოვა
იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელების დღეს წარმატებული პროფესიონალები დააჯილდოვა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიღწევებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის.
უწყების ცნობით, გასული ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის სააღსრულებო მომსახურებები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდა; დაინერგა ციფრული არქივი, რისთვისაც 350 ათასამდე საქმე გაციფრულდა; შეიქმნა გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ სერვისზე მოთხოვნა/აპლიკაცია სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ, ხოლო საქმეს თვალყური ელექტრონულად მიადევნონ; ელექტრონული კომუნიკაციის სისტემა დაინერგა ყველა კომერციულ ბანკთან. მიმდინარეობს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემების დანერგვა მუნიციპალურ ორგანოებთან; მუშავდება „ელექტრონული თანაშემწის" პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა, რიგი სააღსრულებო მოქმედებებისა აღმასრულებლის ფიზიკური ჩარევის გარეშე განხორციელდეს; მიმდინარე წლის სექტემბერში კი, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ინიციატივით, საქართველო აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ პროფესიულ საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის პოლიციელებს და აღმასრულებლებს მადლობის სიგელები გადასცეს, ხოლო 6 პოლიციელს ვადამდე წოდებები მიენიჭათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)