|
2022-06-09 19:23:09, 1283 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი - დღევანდელი დისკუსია განიხილეთ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი
მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს - რა თქმა უნდა, მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე ოპოზიციიდან - დღევანდელი დისკუსია განიხილონ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი. - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა. მისივე თქმით, პარტიებმა საკუთარი ინტერესი გვერდით უნდა გაწიონ. "მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს - რა თქმა უნდა, მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე ოპოზიციიდან - დღევანდელი დისკუსია განიხილონ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი. მათ უნდა გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები, შეწყვიტონ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყონ მუშაობა ძალიან საჭირო დემოკრატიულ რეფორმებზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ რომ დღეს რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)