|
2022-06-09 15:23:41, 1332 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 10 ივნისს დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 10 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე -www.kids.org.ge. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეგისტრაციის მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დასარეგისტრირებელი ბავშვი 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა იყოს არანაკლებ ორი წლის. რეგისტრაციის დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება, ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ, 13 ივნისიდან სასურველ ბაღში სარეზერვო სიაში მოხვედრის შესახებ განცხადება წარადგინონ. ამასთან, თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით კვლავ ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)