|
2022-06-09 15:08:57, 938 ნახვა
საზოგადოება
ილია ღუდუშაური იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტთა საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე იძულებით გადაადგილებულ პირთა მონიტორინგის ცენტრისა (IDMC) და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) ხელმძღვანელსა და ექსპერტს შეხვდა. ილია ღუდუშაურმა, ეკომიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ, სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილემ ალექსანდრა ბილაკს და იოსეფ ჯეის 3-წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც, 13 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. მისივე განცხადებით უწყება, განსახლების გარდა, ეკომიგრანტებისა და დევნილებისათვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე აქტიურად მუშაობს. ამ მიზნით, იგეგმება ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება და ერთიანი სტრატეგიის მომზადება. აღნიშნული მიმართულებით, სამინისტროს IDMC-სა და NRC-ს ხელმძღვანელები და ექსპერტებიც დაეხმარებიან. როგორც IDMC-ის დირექტორმა ალექსნდრა ბილაკმა აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც დევნილთა ეროვნული მონაცემთა ბაზა გააჩნია, რაც იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია. შეხვედრას სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)