|
2022-06-09 11:16:03, 547 ნახვა
საზოგადოება
ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს მელიორაცია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის დაზიანებული მილსადენის აღდგენით სამუშაოებს ატარებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხისში, უხვი ნალექის გამო განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის წყალგამტარის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსწყდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, თენგიზ ნასარიძესთან ერთად სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საექსპლუატაციო გზა, განხორციელდა ავარიული მილსადენის დემონტაჟი, ქვაბულში გაკეთდა სადრენაჟე არხი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვაბულის გრუნტით შევსებისა და არსებული მილსადენის კოროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავების სამუშაოები. აღდგენითი სამუშაოები გეოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)