20:10 - 22 Jul, 2026
|
2022-06-07 16:39:12, 892 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონის გამგეობა, დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩებზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასმათის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო და ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება სრულდება. როსტევანის ქუჩაზე კი, ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩებზე ჯამში, 15 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დრომდე, ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. ორივე პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)