|
2022-06-06 14:12:02, 854 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სტატისტიკის წარმოების კუთხით არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურს წლების განმავლობაში საქართველოში სტატისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის, რაც საერთაშორისო ექსპერტთა მიერ სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში გამოიხატება. შეხვედრაზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილ საკადასტრო მონაცემების შექმნას, მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის წახალისებასა და ამ გზით, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ყველა მცირე მეწარმის აღრიცხვის საკითხს, რაც შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს, ფლობდეს სტატისტიკურ ინფორმაციას სამიზნე ჯგუფების სწორი შერჩევისათვის და მათთვის სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის საჭიროებისამებრ დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. როგორც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურის ექსპერტმა, სარაჰ ჰოფმანმა აღნიშნა, USDA კვლავ გააგრძელებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის კვარტალური კვლევების შედგენაში დახმარებას. აღნიშნული კვლევები ეროვნული და რეგიონული მონაცემების წარმოების საფუძველს იძლევა. შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები დეივიდ ლუკენბახი, შოშანა გრიფიტი და ვიტო ვაგნერი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)