|
2022-06-06 14:10:16, 1610 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის ოფისთან ჰომოფობიური ჯგუფის წევრები, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს
თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას” და „ზნეობას” სულ მცირე ოთხი წევრი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოითხოვდენ „შეწყდეს საქართველოს შიდა საქმეებში გაეროს და ევროკავშირის მისიების, ასევე საელჩოების მხრიდან ბინძური ხელების ფათური დალგბტ პროპაგანდა”. მათივე განცხადებით, ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ხელი შეუშალონ „ბინძური ლგბტ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ყველა ღონისძიებას”. აქტივისტების დაკავებები მოჰყვა მოწოდებას, რომ აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა უნდა დაეწვათ. შეგახსენებთ, რომ წელს ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი” 5 ივლისს „ღირსების მარშის” გამართვას არ გეგმავს. თუმცა, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლით იმუქრებიან. გასულ წელს, 2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე „ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფის, „ალტ-ინფოს”, მოწოდებით ე.წ სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ, რომლებმაც დაარბიეს პრაიდის ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)