21:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 10:43:28, 1038 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - გაფიცულ მუშებს ქარხნის შესასვლელი პიკეტირებული აქვთ

ბორჯომის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება -  400 გაფიცულ თანამშრომელს ქარხნის შესასვლელი პიკეტირებული აქვს, არ უშვებენ ავტომობილებს და არც სხვა თანამშრომლებს. 

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები,  რომლებმაც პიკეტის მოსახსნელად გაფიცულ მუშებს დრო მისცეს. 

"ჩვენი პროტესტის მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ხელშეკრულების შეცვლა უნდოდათ, რომელიც არ იყო ჩვენთვის მისაღები. გვაქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, გვქონდა კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან, თუმცა ვერ შედგა მოლაპარაკება, რადგან ფიქრობენ, რომ მარტო მოაგვარებენ პრობლემას",- ამბობს გაფიცული თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, კომპანია IDS ბორჯომმა ომისა და სანქციების გამო, წარმოება გაუგებარი დროით შეაჩერა, რის შემდეგაც ქარხნებში დასაქმებულ 1000 ადამიანს ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ და ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს უნდა მიეღოთ. 

თუმცა, გაფიცული მუშები ამბობენ, რომ ორ თვეზე მეტია, რაც ანაზღაურება არ აუღიათ და მოითხოვენ მის ანაზღაურებას, ასევე უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას და ადამიანურ სამუშაო პირობებს.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics