|
2022-06-04 11:09:16, 1006 ნახვა
საზოგადოება
პროკურორებმა სტუდენტებთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია გამართეს
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ასევე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროკურორებმა სტუდენტებს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საქართველოს პროკურატურის 2021-2027 წლების სტრატეგიაზე და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით მიაწოდეს. ასევე, სხვადასხვა საკითხებზე დისკუსია გაიმართა. პროკურორებმა სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. „საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის უწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი შეხედულებების და მოსაზრებების გაზიარება. კვირეულის ფარგლებში, პროკურორები საჯარო ლექციებს სტუდენტებისთვის სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარებენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)