|
2022-06-03 14:06:29, 1034 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის “ წიგნად გამოცემას. საიუბილეო გამოცემას თან დაერთვება უნიკალური ფოტოები, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო ოკრიბაშვილმა. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხოვლეს საჯარო სკოლას საჩუქრად ფერადი პრინტერი და წიგნები გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)