08:47 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 22:16:18, 1468 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი გვარამის საქმეზე - პოლიტიკურად ამ დროს ეს გადაწყვეტილება არ იყო დროული

პოლიტიკურად ამ დროს ეს გადაწყვეტილება არ იყო დროული. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გვარამის საქმეზე.

მისივე თქმით, შესაძლებელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება გადავადებულიყო.

"ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და მე, არ მაქვს უფლება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მქონდეს შეფასება. მე არ შეიძლება როგორც პრეზიდენტი, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. პოლიტიკურად ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება, რომ გადავადებულიყო სხვადასხვა ფორმით, პოლიტიკურად მე მიმაჩნია, რომ არ იყო დროული.შინაარსზე სასამართლოს გადაწყვეტილების არაფერს ვიტყვი. ვიცით, რომ იყო სასჯელის სხვა ვარიანტები, ვიდრე ის, რაც იყო მიღებული, მაგრამ ამაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ". - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამის მოსამართლემ რუსთავი2-ის საქმეზე 3 წელი და 6ბთვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics