|
2022-06-02 18:41:54, 1168 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და გვექნება ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის რეგიონში იმყოფება, სადაც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს ეცნობა და ფერმერებს ხვდება. „პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავიწყეთ იმ ფერმერების მხარდაჭერა, რომელთაც მცირე ნაკვეთები აქვთ და არა აქვთ წვდომა სესხებზე. ფერმერები პროგრამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 7 მლნ ლარის საქონელი უკვე შესყიდულია. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს ფერმერებს, შეუმცირდეთ ხარჯები და აწარმოონ უფრო მეტი ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ და გვექნება ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციის ფონზე, როცა ფასები მზარდია როგორც საწვავზე, სასუქებზე და სხვა პროდუქტებზე, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა სახელმწიფოსგან მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)