|
2022-05-30 13:04:54, 1241 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 23 მილიონი ლარი ჩამოართვა
საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, რომელსაც 23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა. „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის მიერ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების აქტი. საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა და მასთან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები გახსნეს, რის შემდგომაც ამ ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებებით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხები ირიცხებოდა. შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა. საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო მსჯავრდებულთან დაკავშირებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებს, რითაც მას არ მიეცა მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული 8 მილიონ აშშ დოლარის განკარგვის შესაძლებლობა. სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთვა იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე არსებული 8 მილიონი აშშ დოლარი, რაც 23 მილიონი ლარის ეკვივალენტია. ასევე, მსჯავრდებულს ჯარიმის სახით დაეკისრა 300 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ფულის გათეთრების შედეგად 23 მილიონი ლარის ოდენობის დანაშაულებრივი თანხის კონფისკაციის ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკაში. აღნიშნული თანხა წარიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)