|
2022-05-29 13:51:18, 1067 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ორმაგდება
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებითაც, დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ორმაგდება, პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ხვალ დაინიცირდება. კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხა ან გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა 500 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება განმეორდება, ჯარიმა 1 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო რეგულაციები გამკაცრდება.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)