|
2022-05-27 16:47:54, 975 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფლება ნიკას“ - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის დროს
„თავისუფლება ნიკას“- ამ წარწერით გადმოკიდეს ბანერი კრიტიკული მედიის წარმომადგენლება პარლამენტის სასესიო სხდომათა დარბაზში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის დროს. მედიის წარმომადგენლება, „მთავარი არხის“ ნიკა გვარამიას დაკავება გააპროტესტეს, რასაც ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. „მოგმართავთ ჟურნალისტებს, რომლებმაც ლოჟიდან გამოფინეთ ბანერი, ჟურნალისტებო, ის ლოჟა სადაც თქვენ იმყოფებით, განკუთვნილია იმისთვის, რომ იქიდან აწარმოოთ ჟურნალისტური საქმიანობა, ამ ქმედებით თქვენ სინამდვილეში გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი მედიის ნაწილია. ჟურნალისტების ნაწილი იმის ნაცვლად, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი და სწორედ ამით ხართ ახლა დაკავებული. შესაბამისად ამ შემთხვევაში ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებით, რომლისთვისაც ეს არის გამოყოფილი“,- განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)