00:04 - 23 Jul, 2026
|
2022-05-27 11:39:43, 1165 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, ტაბატაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, შესაბამისი სამუშაოები მარინა ტაბატაძის ქუჩაზე შესრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით, 257 000 ლარი დაიხარჯა. ტაბატაძის ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო, ახლა კი მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს. შესრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ლევან ნაროუშვილმა დაათვალიერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)