|
2022-05-25 18:12:24, 1220 ნახვა
საზოგადოება
ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწო.- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე თქმით, მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო. „ჩვენს რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რაც მოქალაქეებს სიმწვანესა და ჯანსაღ გარემოში განტვირთვისა და დროის სასიამოვნო გატარების შესაძლებლობას მისცემს. მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა და მიხარია, რომ ახლა ყველა თაობის წარმომადგენელი შეძლებს ამ სივრცით სარგებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. სამუშაოების შედეგად, ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდება - მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონები და სპორტული მოედანი. ასევე, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები. პროექტით გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის და გარე განათების ქსელის მოწყობაც. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. პროექტის ღირებულება 680 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)