|
2022-05-24 12:41:07, 1052 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის” წარმოდგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ საფოსტო ფორუმში
მიმდინარე წლის 15 – 18 მაისს, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, მონაწილეობა მიიღო ეროვნულ საფოსტოფორუმში (US National Postal Forum), რომელიც გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფენიქსში. ფორუმის ორგანიზატორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული საფოსტო ოპერატორი (USPS). აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიებსა და შეხვედრებზე, დარგის წარმომადგენლებმა განსაზღვრეს საფოსტო საქმიანობის უახლესი ტენდენციები დაგანვითარების ხედვები. ფორუმს, ამერიკის საფოსტო სერვისის მენეჯმენტთან ერთად, ესწრებოდნენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა საქმიანი შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის USPS - ს გენერალურ დირექტორთან ლუის დეჯოისთან, ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის გუბერნატორთა საბჭოს თავმჯდომარესთან რონ ბლუმთან და ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის გენერალური ინსპექტორ თანთომი ვითქომბთან. ასევე, შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის კორპორატიული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტთან ჯოდი დე ტოროკთან. აღნიშნულ შეხვედრებზე განხილული იქნა როგორ გამოწვევბი, ასევე, ყველა ის მიმართულება, რომლის განვითარებაც იგეგმება. ეროვნული საფოსტო ფორუმი წარმოადგენს ამერიკისსაფოსტო სერვისებისა და საფოსტო გადაზიდვების სფეროში წლის უმთავრეს ღონისძიებას, რომლისმიზანია უზრუნველყოს ყველაზე სრულყოფილი საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო სივრცე.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)