|
2022-05-22 15:09:10, 1445 ნახვა
საზოგადოება
„გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია“ - რა ირკვევა კაცზე, რომელმაც ცოლი შვილების თვალწინ მოკლა
21 მაისს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ახალგაზრდა ქალი შვილების თვალწინ მოკლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ქმრის სისასტიკით დაღუპული ქალი 27 წლის სოფო კვარაცხელიაა, რომლის ცხედარი ზუგდიდში უკვე გადაასვენეს. სოფო კვარაცხელიას და მის მეუღლეს 2 შვილი ჰყავთ. ოჯახი სამეგრელოდან თბილისში საცხოვრებლად მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადავიდა. მომხდარი შემთხვევის შემდეგ, გოგოს დედა ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ ცოლის მკვლელობის გამო დაკავებულ ქმარს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც იღებდა, თუმცა არა ექიმის დანიშნულებით. რაც შეეხება თავად დაკავებულის პოზიციას, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს, ზუგდიდში ფემიციდის წინააღმდეგ აქცია-პერფომანსი გაიმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი სწორედ ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღმდეგ გამოვლენ, სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად. აქცია ზუგდიდის გარდა თბილისსა და ბათუმშიც გაიმართება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)