|
2022-05-20 17:46:00, 1083 ნახვა
საზოგადოება
SME Banking Agency-მ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა
„საქართველოს ბანკმა“, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერმა, კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი Business Online Banking 2022 გამარჯვებულად დაასახელა. SME Banking Agency-მ გაანალიზა აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და უკრაინის 70- ზე მეტი ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი, შეისწავლა რეგიონში ინტერნეტ ბანკინგის დანერგვის ტენდენციები და საუკეთესო გამოცდილება. ბიზნეს კლიენტებისთვის ონლაინ ბანკინგის ყოველწლიური კვლევის შედეგად კი გამარჯვებულად საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი დაასახელა. “ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბოლო დროს მსოფლიო საბანკო სისტემას აქვს, ფინანსური ეკოსისტემების მშენებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით“. ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ჩვენი მიზანია, ბიზნესმომხმარებლებს მივცეთ საბანკო მომსახურება და ოპერაციების წარმოების შესაძლებლობა სრულად ონლაინ, რათა კიდევ უფრო ეფექტურად და მარტივად მართონ საკუთარი ბიზნესი“, − განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)