|
2022-05-20 12:32:41, 1022 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფისა და მიწის მართვის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების დახმარება და დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა, რაც ფერმერების სარწყავ წყალზე სტაბილურ წვდომას და მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სახელმწიფო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში წყალუზრუნველყოფილი ფართობების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მსოფლიო ბანკის სოფლისა და სოფლის მეურნეობის სექტორის ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ფრაუკე იანგბლუთიმ საუბრისას აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მისაღებად დარგობრივი პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მისიის მხარდაჭერით საქართველოში სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მდგრად და თანმიმდევრულ განვითარებას. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის დარგში მსოფლიო ბანკის ახალ საინვესტიციო პროექტზე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადობის, ირიგაციისა და მიწის განვითარების, რომელიც საირიგაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინსტიტუციონალური რეფორმის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)