|
2022-05-20 11:48:11, 1245 ნახვა
საზოგადოება
”112”-მა საერთაშორისო ISO სტანდარტები დანერგა
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა ”112”-მა, როგორც ხარისხზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ, წარმატებით დანერგა საერთაშორისო ISO სტანდარტები. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტანდარტი ISO 9001:2015-ის დანერგვა უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გამოიხატება მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებაში, პროცესების გამჭვირვალობასა და მონიტორინგის კიდევ უფრო ეფექტიანი სისტემის შექმნაში. ISO 9001 წარმოადგენს ხარისხის მენეჯმენტის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ სისტემას. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტანდარტია, რომლის მიზანია ორგანიზაციის პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მომხმარებელსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. სტანდარტი ISO 21001:2018 წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტსისტემების რეგულაციისათვის. აღნიშნული სტანდარტი ფოკუსირებულია საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტსისტემის გაძლიერებაზე, ასევე, მომსახურებისა და წარმოებული პროდუქტის ხარისხის ამაღლებაზე. ISO 21001:2018-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დანერგვა უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგების ხარისხის ამაღლებას, სასწავლო პროცესში ახალი მიდგომების დანერგვასა და კონკურენტუნარიანობას, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს მომავალი ოპერატორების რეკრუტირებისა და მომზადება/გადამზადების პროცესზე და აისახება ქოლ-ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)