|
2022-05-19 12:46:51, 647 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ორივე ქვეყნის მხარეს არსებულ საზღვრის კვეთის პროცედურებს გაეცნენ. შეხვედრისას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადის კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე. ,,ჩვენი ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყოს მაღალ ნიშნულზე და მყისიერად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ბიზნესის წინაშე. დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გამოიკვეთოს პრობლემები და თქვენი ჩართულობით მოინახოს მათი ეფექტური გადაჭრის გზები“,- განაცხადა ლევან კაკავამ. გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე სამუშაო შეხვედრას, დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების სხვა წარმომადგენლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან კაკავამ თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, ელექტრონულ რეჟიმში, წინასწარ ინფორმაციის გაცვლას, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ შეფერხებას, რაც შეიძლება გაზრდილი ტვირთბრუნვისას წარმოიშვას. აქვე გაცნობებთ, რომ გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სარფის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 17 390 სატვირთო ავტომობილი, ხოლო საქართველოდან გავიდა 13 400 სატრანსპორტო საშუალება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)