|
2022-05-19 12:38:14, 1528 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობას ეხმიანება. ,,მოგეხსენებათ გუშინ, თურქეთში, ქალაქ ტრაპზონთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილში 6 მგზავრი იმყოფებოდა, ექვსივე საქართველოს მოქალაქე. სამწუხაროდ, მათ შორის ერთი გარდაიცვალა. ხუთი პაციენტი აგრძელებს თურქეთის სამ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმე რჩება, აქვს ქალა ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა. ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და ის კლინიკას დღეს დატოვებს, ხოლო ერთი მამაკაცის და ორი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება, საჭიროებენ სამედიცინო მეთვალყურეობას. დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს დაფარავს თურქული მხარე. ”,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ გუშინ მოინახულა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც უკვე საქართველოშია გადმოსვენებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)