|
2022-05-19 11:39:34, 896 ნახვა
საზოგადოება
ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა. ქართულმა კომპანიებმა დამთვალიერებელს სხვადასხვა სახის პროდუქცია გააცნეს. უწყების ცნობით, გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე დაესწრნენ. ქართული სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა დაათვალიერა, რომელმაც ქართველ მეწარმეებს წარმატება უსურვა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული სტენდის სტუმარი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც, გარდა სავაჭრო ურთიერთობებისა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენაში მონაწილეობა ამ ურთიერთობების გაღრმავებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა კომპანიებმა, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღეს. ვფიქრობ, გამოფენა იძლევა შესაძლებლობას, ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის არეალი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, გიორგი სურმანიძის განცხადებით, ასეთი მასშტაბის გამოფენები ხელს უწყობს მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციას. „უკვე წლებია, აზერბაიჯანი არის ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ჩვენს სამინისტროებს ცენტრალურ დონეზე. გამოფენის ფარგლებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, რაც, სამომავლოდ, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი აზერბაიჯანულ ბაზარზე“, - აღნიშნა გიორგი სურმანიძემ. კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის. გამოფენას CASPIAN AGRO, ყოველწლიურად, 12,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. CASPIAN AGRO 2022 18 მაისს გაიხსნა და 20 მაისს დასრულდება.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)