|
2022-05-17 18:31:32, 1125 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა გვარამიაზე - მოველოდი ამგვარ ისტერიას რადიკალებისა და ენჯეოშნიკებისგან, ზუსტად იგივე ხელწერაა, რაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე
არასოდეს გაგვიხარდება ვინმეს დაჭერა და დაკავება, მაგრამ აქ სულ სხვა რეალობა. აქ არის მოცემულობა, სადაც კონკრეტული დანაშაულებები, რომელიც დაფიქსირდა და რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ, გაიზიარა სასამართლომ და შესაბამისად დადგა ეს შედეგი, - განაცხადა „ქრონიკის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ჩვეულებრივი დავა იყო 2 კერძო სუბიექტს შორის და ამას ვამბობდით „მე მოველოდი ამგვარ ისტერიას ადგილობრივი რადიკალებისგან, მათ შორის გარკვეული ენჯეოშნიკებისგან, გარკვეული ფასიანი ლობისტებისგან და საელჩოების გარკვეული წარმომადგენლებისგანაც. ზუსტად იგივე ხელწერაა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. თუ გაიხსენებთ მაშინაც ამბობდნენ, რომ თურმე სახელმწიფო ართმევს „რუსთავი 2“-ს „ნაციონალურ მოძრაობას“ და გვარამიას, რომ თურმე დიქტატურა მყარდება, დემოკრატია მოკვდა და აპოკალიფსი დაიწყო. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ არ არის ეს სწორი არგუმენტი. დღეს გვაქვს სხვა თავისუფლება. ერთი ტელევიზიის ადგილას შეუძლიათ ერთ საათში გახსნან 5 ან 10. ვინ ინტერესშია ეს? ჩვეულებრივი დავა იყო 2 კერძო სუბიექტს შორის და ამას ვამბობდით. სანამ სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ ბეჭედი არ დაუსვა, მანამდე გვახსოვს ეს ისტერია, ზუსტად ანალოგიურად მსგავსი. შემდეგ უვე ყველა გაჩუმდა, როგორც შიგნით ასევე საგარეო ველზეც“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)