05:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 16:18:44, 1969 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულს ფრიდონობას გილოცავთ

ქედის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულს ,ფრიდონობას  გილოცავთ!

დღეს, პოეტის, მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახელთან დაკავშირებული სახალხო დღესასწაული ,,ფრიდონობა" აღინიშნა, რომელსაც 2008 წელს მწერლის სიცოცხლეშივე ჩაეყარა საფუძველი.

ღონისძიებას მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  ნათესავები, მწერალთა კავშირი,  საზოგადო მოღვაწეები და  საჯარო სკოლის მოსწავლეები  ესწრებოდნენ.

შეკრებილმა საზოგადოებამ მწერლის საფლავი ყვავილებით შეამკო. გაიხსენეს პოეტთან დაკავშირებული ისტორიები, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებას ორგანიზებას ქედის  აა(ი)პ ,,ისტორიული მუზეუმი"  უწევდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics