|
2022-05-17 14:01:48, 888 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. „დიდ დიღომში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გზა მირიან მეფისა და თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს. აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა. წვიმაში გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლა კი, გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს საბურთალოს რაიონის გამგეობა. მადლობა მას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოების შედეგად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 8 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. კახა კალაძესთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)