13:59 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 13:40:03, 1015 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ელჩზე საღებავის შესხმის შემდეგ, მოსკოვში პოლონეთის საელჩო წითლად შეღებეს

რუსეთის ელჩზე სერგეი ანდრეევზე საღებავის შესხმის შემდეგ, უცნობმა პირებმა მოსკოვში პოლონეთის საელჩოს აბრას წითელი საღებავი გადაასხეს. ამის შესახებ ინფორმაციას " რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა, ლუკაშ იაშინამ მომხდარს "ხულიგნური ქმედება" უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ "დამნაშავებს გამოავლენენ".

ამ დროისთვის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი მივიდა ვარშავაში, რათს საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეემკო. სასაფლაოზე ანდრეევი აგრესიულმა პოლონელებმა და უკრაინელებმა „დაბლოკეს“, რომლებიც შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს ყვიროდნენ, შემდეგ კი წითელი საღებავი შეასხეს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელზე თავდასხმის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics