|
2022-05-11 15:10:03, 2515 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი - მოსკოვს არ სურდა ომი ევროპაში, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ რუსეთის დამარცხებას
მოსკოვს არ სურდა ომი ევროპაში, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებს სურთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში მის სამხედრო კამპანიაში,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ სიტუაციაში დასავლეთი მუდმივად და დაჟინებით „მოითხოვს" რუსეთის დამარცხებას. „თუ თქვენ გაწუხებთ ევროპაში ომის პერსპექტივა, ჩვენ ეს საერთოდ არ გვინდა, დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ,“- განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ლავროვმა უკვე განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ უკრაინაში რუსული სპეცოპერაცია პოლიტიკური შეთანხმებების გზით არ დასრულებულიყო. ამასთან შეთანხმებების მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც კიევი ხელმძღვანელობას უკრაინელი ხალხის ინტერესებით და არა შორიდან მრჩევლებით დაიწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)