|
2022-05-11 12:36:04, 1418 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლის მერი - შესაძლოა, წლის ბოლომდე, დაავადებებისა და გაუსაძლისი პირობების გამო 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს
წლის ბოლომდე დანგრეულ მარიუპოლში დაავადებებითა და გაუსაძლისი პირობების გამო შეიძლება 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს,- აცხადებს მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩკო. ქალაქის მერის თქმით, ახლა რუსი სამხედროების მიერ ბლოკირებულ საპორტო ქალაქში 150-170 ათასი ადამიანი რჩება. "დამპყრობლებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს. ამიტომ, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შესაბამისი იქნება. მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, წყალმომარაგების გარეშე დარჩენილ ალაქში ეპიდემიები დაიწყება.ახლა ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა მოხუცები და ავადმყოფები არიან. სათანადო პირობების გარეშე, მოწყვლადი კატეგორიების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება რუსები აგრძელებენ გენოციდს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყეს. ჩვენს ხალხს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. ამიტომ საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია ,"- აღნიშნავს ბოიჩკო.
აპრილის შუა რიცხვებში უკრაინის ხელისუფლებამ ივარაუდა, რომ მარიუპოლში 20-22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)