|
2022-05-11 11:01:16, 1116 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებას ნაწილობრივ შეწყვეტს
უკრაინა რუსული გაზსადენის ნაწილობრივ გათიშვას გეგმავს, რაც ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაზის გადაცემის ოფიციალური ოპერატორი ავრცელებს. კომპანიის ცნობით, რუსული ჯარები მილსადენის სისტემის „სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“ საფრთხეს უქმნიან. "ოთხშაბათიდან რუსული ბუნებრივი აირის მიღება შესასვლელ პუნქტში შეწყდება, რადგან რუსები ერევიან ტექნიკურ პროცესებში ობიექტებზე და საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტრანსპორტირების მთელი სისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.",-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. რუსეთის ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინის ის ტერიტორია დაიკავეს, სადაც მილსადენი გადის.კომპანიამ განაცხადა, რომ მილსადენის გამორთვამ შეიძლება რუსეთიდან უკრაინის გავლით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის დაახლოებით მესამედი დაბლოკოს. ოპერატორის ცნობით, არსებობს სხვა სატრანზიტო პუნქტზე გადასვლის შესაძლებლობა. ბუნებრივი აირის ძირითადი არტერიის შეწყვეტის პერსპექტივამ ბაზარზე პანიკა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)