|
2022-05-11 10:47:58, 1141 ნახვა
საზოგადოება
მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის - „თიბისი“ დაზღვევის ახალი დაფარვა
„თიბისი“ დაზღვევამ ჯანმრთელობის დაზღვევას ახალი დაფარვა - მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის დაამატა. სიახლე დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მომსახურება. მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც „თიბისი“ დაზღვევამ გააჩინა. კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე და ახალი სტანდარტების დანერგვით, მთლიანად ცვლის სადაზღვევო ინდუსტრიას. „პანდემიამ და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასეთ გარემოში რთულია შეინარჩუნო ემოციური სტაბილურობა და განაგრძო სრულფასოვნად ცხოვრება. ჩვენ გვჯერა, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჯანმრთელობის დაზღვევას დავამატოთ მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა, რითიც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, იზრუნოს საკუთარ ემოციურ სტაბილურობაზე” , - პაატა ღაძაძე, „თიბისი“ დაზღვევის გენერალური დირექტორი. „თიბისი“ დაზღვევამ ბაზარზე შესვლის დღიდან ახალი სტანდარტების დანერგვა დაიწყო. კომპანიამ შექმნა ყველა ის პროცესი და ეკოსისტემა, რომელმაც დაზღვევა უფრო სწრაფი, მარტივი და ციფრული გახადა. „თიბისი“ დაზღვევამ ჯანმრთელობის დაზღვევა 3 წლის წინ ჩაუშვა - დღეს კი, მომხმარებელს საუკეთესო სერვისს სთავაზობს. თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის მიმართულებით თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ამერიკის საელჩო, ისრაელის საელჩო, წითელი ჯვარი, ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF), სამსუნგი, კნაუფი, ალტა, მეიჯერელი და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიები.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)