|
2022-05-11 10:21:44, 1838 ნახვა
ომი უკრაინაში
ბელარუსი უკრაინის სამხრეთ საზღვართან სპეციალურ ძალებს განათავსებს
ბელარუსი უკრაინის სამხრეთ საზღვართან სპეციალურ ძალებს განათავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური შტაბის უფროსი, ვიქტორ გულევიჩი ავრცელებს. გენერალური შტაბის უფროსის თქმით, სპეციალური ძალების ქვედანაყოფები სამი ტაქტიკური მიმართულებით განლაგდება.ოფიციალური მიზეზი უკრაინელების მიერ ბელარუსის საზღვართან 20 000 კაციანი ჯარის შექმნაა, რასაც ბელარუსისგან „პასუხი სჭირდება". "უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოპერაციულ ზონაში შექმნილია ჯგუფი, 20 000-მდე ადამიანის საერთო რაოდენობით, რაც ჩვენგან საპასუხო რეაქციას მოითხოვს. ბელარუსის რესპუბლიკის სამხრეთის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სპეცოპერაციების ქვედანაყოფები განლაგებულია სამი ტაქტიკური მიმართულებით,"- აცხადებს გულევიჩი. როგორც ცნობილია,რუსეთის უახლოესმა მოკავშირემ, ბელორუსმა მარტში განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ომში არ მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)