18:09 - 31 Jul, 2026
|
2022-05-10 21:07:45, 1591 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიჭრა
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა. - ამის შესახებ ინფორმაციას ვანო ნადირაძე ავრცელებს. მისივე თქმით, დაჭრილია მიხო ვაჭარაშვილი. " მიხო ვაᲭარაᲨვილი დაიჭრა მძიმე ბრᲫოლაᲨი.... Ძმა მაგრად იდექი Შენ გვერდში ვართ. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას !! " - განაცხადა ნადირაძემ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)