09:18 - 05 Jul, 2026
|
2022-05-10 10:54:27, 1514 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში საარტილერიო დაბომბვას რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია ემსხვერპლა
ზაპოროჟიეს რაიონში საარტილერიო სროლის შედეგად, უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. მისივე თქმით, ჟვანია უკრაინაში, „ნაცრისფერ ზონაში“ რუსი ოკუპანტების საგუშაგოსთან დაბომბვისას გარდაიცვალა. ჭურვი ავტომობილს მოხვდა, რომელშიც ყოფილი დეპუტატი იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, დავით ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და „როსატომის“ არაოფიციალური წარმომადგენელი იყო. დავით ჟვანია იყო უკრაინის უმაღლესი რადას IV-VII მოწვევის დეპუტატი. 2005 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე იულია ტიმოშენკოს მთავრობაში უკრაინის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პოსტს იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)