|
2022-05-09 11:20:48, 2350 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ოკუპანტების საბრძოლო მასალის მარაგი სავარაუდოდ ამოიწურა
იმის გამო, რომ კონფლიქტი რუსეთის ომამდელ მოლოდინს მიღმა გრძელდება, მათი საბრძოლო მასალის მარაგი სავარაუდოდ ამოიწურა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, აღნიშნულმა რუსეთი აიძულა ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ დაძველებული საბრძოლო მასალის გამოყენება, რომლიც ნაკლებად საიმედო, ზუსტი და ადვილად დასაჭერია. „რუსეთი, სავარაუდოდ, იბრძვის იმ ზუსტი იარაღის შესაცვლელად, რომელიც უკვე დახარჯა,“- აღნიშნავენ სადაზვერვო სამსახურში. გარდა ამისა,დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სამხედრო ძალების მხრიდან ფართომასშტაბიანი და ზუსტი დარტყმების განხორციელების მცდელობებში ნაკლოვანებები გამოავლინა. ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ინტენსიურად ბომბავენ და მცირედ ან საერთოდ არ ითვალისწინებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)