|
2022-05-07 16:14:07, 1730 ნახვა
ომი უკრაინაში
ემანუელ მაკრონი - პირობას ვდებ, რომ უკრაინაში დემოკრატია და გამბედაობა გაიმარჯვებს
საფრანგეთმა უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია და პირობა დადო, რომ უკრაინაში დემოკრატია და გამბედაობა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციის დროს განაცხადა. საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტად ხელახალი არჩევით საფრანგეთმა აირჩია „დამოუკიდებლობის პროექტი დესტაბილიზებულ სამყაროში“. „სადაც ბევრმა აირჩია უკან დახევა, ზოგჯერ ნაციონალისტური ცდუნებისადმი მიდრეკილება, წარსულის ნოსტალგია, იდეოლოგიების სირენები, რომელთა დანაპირები ჩვენ გვგონია, რომ დავტოვეთ წინა საუკუნეში, ახლა ფრანგმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა“, - განაცხადა მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში მაკრონი გახდა პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ხელახლა აირჩიეს საფრანგეთში. რამდენიმე დღის შემდეგ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარების გარდა, გაგრძელებს ზრდას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)