|
2022-05-07 14:11:09, 897 ნახვა
საზოგადოება
მესტიაში დიალიზის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია
დაბა მესტიაში დიალიზის თერაპია უკვე ხელმისაწვდომია - ბენეფიციარები, რომლებსაც ამ სერვისის მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა, ან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უწევდათ, მომსახურებას ადგილზე მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, დიალიზის თერაპიისთვის, სრულად არის აღჭურვილი მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო. ბენეფიციარებს, პირველ ეტაპზე, რუხის კლინიკის ექიმები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი, მათ სამინისტროს მიერ სპეციალურად გადამზადებული კადრები ჩაანაცვლებენ. „ახალი სერვისის დანერგვასთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალურ საავადმყოფოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, დიალიზის თერაპია თიანეთში, ყაზბეგში, ამბროლაურსა და სხვა მუნიციპალიტეტებში იქნება ხელმისაწვდომი. მესტიაში, ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე. ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს. “- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)