|
2022-05-06 23:54:13, 1628 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - ხალხს, რომელიც კიევში ბრუნდება, უნდა ესმოდეს, რომ საფრთხე ისევ არსებობს
ხალხს, რომელიც კიევში ბრუნდება, უნდა ესმოდეს, რომ საფრთხე ისევ არსებობს. - ამის შესახებ იფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მიწივე თქმით, ქალაქის ირგვლივ ბევრი ტყე და ქარსაცავი ზოლი ჯერ ისევ გაუნაღმველია. " ხალხს, რომელიც კიევში ბრუნდება, უნდა ესმოდეს, რომ საფრთხე კვლავინდებურად არსებობს. ქალაქის ირგვლივ ბევრი ტყე და ქარსაცავი ზოლი ჯერ ისევ გაუნაღმველია. ასევე გასათვალისწინებელია ბლოკპოსტების დიდი რაოდენობა დედაქალაქში და კომუნალური სამსახურების დაძაბული სამსახურიც. თუკი არსებობს დიდი სურვილი, 9 მაისის შემდეგ შეიძლება განვიხილოთ ასეთი შესაძლებლობა, თუმცა, ქალაქის ყველა მცხოვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია. " - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)