|
2022-05-06 22:03:34, 1743 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრემიერ-მინისტრი - უკრაინაში უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ვიდრე სამხედრო
ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე სამხედრო. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ავრცელებს. მისივე თქმით. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის სტატისტიკა სამხედროებისას საგრძნობლად აღემატება. "უკრაინაში დღესდღეობით უამრავი ტრაგიკული მოვლენა ხდება. ეს ფაქტობრივად არის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ომი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ. მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი ათობით ჯერ აღემატება სამხედრო დანაკარგს. ეს ნიშნავს, იმას, რომ ხდება სამხედრო დანაშაულები, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, უკრაინელების გენოციდი. ჩვენ არ გვაქვს წვდომა, თუმცა ვხედავთ საშინელ კადრებს მარიუპოლიდან. მარიუპოლში უკვე ათობით ათასი ადამიანია დაღუპული", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)