|
2022-05-06 11:58:35, 1353 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლიდან კიდევ 500 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონია გუტერეში აცხადებს, რომ მარიუპოლიდან და აზოვსტალიდან 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა. "აზოვსტალის ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან თითქმის 500 ადამიანი წარმატებით იქნა ევაკუირებული.ვიმედოვნებ, რომ მოსკოვთან და კიევთან შემდგომი კოორდინაცია გამოიწვევს ახალ ჰუმანიტარულ პაუზებს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად.",- აღნიშნა გუტერეშმა. უკრაინის ოპერატიული შტაბის უფროსმა, ანდრი ერმაკმა გაეროს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა,რომ უკრაინა აგრძელებს ყველაფერს, რათა გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები. ”ჩვენ ჩავატარეთ რთული ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი მარიუპოლიდან და აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მოვახერხეთ თითქმის 500 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია",- განაცხადა ერმაკმა. ცნობისთვის, 1 მაისს, მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო . იმავე დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ 100-მდე ადამიანი გაემგზავრა ზაპოროჟიეში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)